logo_geo
eng_logo
ვახტანგ მაისაია: პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ MAP მნიშვნელოვანი არ არის, ზიანს აყენებენ ქვეყნის ინტერესებს
- +

20 აპრილი. 2016. 16:08


საქართველოსთვის MAP-ის მნიშვნელობაზე „რეპორტიორის" პრესკლუბში გამართულ ბრიფინგზე სამხედრო ექსპერტმა ვახტანგ მაისაიამ ისაუბრა. მისი თქმით, პოლიტიკოსები, რომლებიც ამბობენ, რომ MAP მნიშვნელოვანი არ არის, ზიანს აყენებენ ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.


 

„MAP-ის მოთხოვნა საქართველოს მხრიდან არის ლოგიკური მომენტი. MAP რჩება NATO-ს წევრობის აუცილებელ კრიტერიუმად და ის არის ინსტრუმენტი, რომელიც ამზადებს ქვეყანას სრულმასშტაბიანი წევრობისთვის, ანუ MAP არის დე-ფაქტო წევრობა. ამიტომ ის მომენტი, რომ MAP-ის გარეშე გავხდებით წევრები, არის არასერიოზული განცხადება. ასეთი განცხადებები დააზიანებს ჩვენი ევროატლანტიკური ინტეგრაციის კურსის ინტერესებს. ყველა პოლიტიკოსი უნდა დაფიქრდეს განცხადებების გაკეთების დროს, რომ ზიანი არ მიადგეს ეროვნულ ინტერესებს. ვგულისხმობ თავდაცვის მინისტრის განცხადებასაც, ეს არის ყველაზე დიდი სიბეცე, როდესაც საზოგადოებას უქმნი არასწორ წარმოდგენას, რაც ბუნებაში არ არსებობს", - განაცხადა მაისაიამ.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner