logo_geo
eng_logo
მიხეილ ჯანელიძე სააკაშვილის დაკავებაზე კომენტარს აკეთებს
- +

9 დეკემბერი. 2017. 14:48

 

„საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით", - ასე უპასუხა საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ჟურნალისტის კითხვას იმის შესახებ, შედგა თუ არა კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაკავების შესახებ.


„საქართველოსა და უკრაინის თანამშრომლობა ამ საკითხში შემოიფარგლება მხოლოდ სამართლებრივი განზომილებით. შესაბამისად, ყველა კომუნიკაცია, თუ ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს, არსებობს მხოლოდ შესაბამის უწყებებს შორის", - განაცხადა მიხეილ ჯანელიძემ.


შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილი გუშინ კიევში, ერთ-ერთ ქუჩაზე საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. ის ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორშია გადაყვანილი.


საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დაკავებულია სისხლის სამართლის კოდექსის 256-ე მუხლის საფუძველზე, რაც გულისხმობს ორგანიზებული დანაშაულებრივი დაჯგუფებისთვის ხელშეწყობას.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner