„ახალგაზრდული ცენტრის" ლიდერის ზურაბ ქადაგიძის განცხადებით, ბოლო დროს ჩატარებული არაერთი საერთაშორისო ორგანიზაციის კვლევა ადასტურებს, რომ საქართველო ვითარდება და შეიმჩნევა მნიშვნელოვანი გაუმჯობესებბბა ყველა იმ სფეროში, რომელთა განვითარება და დამოუკიდებლობა ძლიერი დემოკრატიული სახელწიფოს წინაპირობას წარმოადგენს.
„რამდენიმე დღის წინ გამოქვეყნდა Freedom House-ის ანგარიში, რომლის თანახმადაც, საქართველოში დემოკრატიის ინდექსმა ზრდა განიცადა (ამაღლდა დემოკრატიის ხარისხი). როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ეს ცვლილება, მნიშვნელოვნად არის განპირობებული სასამართლოს დამოუკიდებლოს ზრდით, რომელიც წინა წლებთან შედარებით მეტი ლეგიტიმაციით და სანდოობით გამოირჩევა. ზოგადად, მედიის თავისუფლების, დემოკრატიის და სასამართლოს თავისუფლების ინდექსით ჩვენი ქვეყანა რეგიონის ლიდერი გახლავთ. დღეს კი გამოქვეყნდა „Reporters Without Borders"-ის („რეპორტიორები საზღვრებს გარეთ") ანგარიში, რომლის თანახმადაც, საქართველოს პრესის თავისუფლების ინდექსი წინა წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა (180 ქვეყანას შორის საქართველოს 64-ე ადგილი უკავია) . ამ ორი საერთაშორისო, დამოუკიდებელი ორგანიზაციის ანგარიში ნიშნავს, რომ ქვეყნის განვითარება და წინსვლა სწორი მიმართულებით ხორციელდება.
სამწუხაროდ, ბოლო დროს, ჩვენს ქვეყანაში მრავლად მოიძებნებიან ადამიანები, რომელთა ინტერესები წინააღმდეგობაში მოდის ქვეყნის ინტერესებთან. ისინი პარტიული მისწრაფებებიდან გამომდინარე ახდენენ სიცრუის ტირაჟირებას და აცხადებენ, რომ საქართველოში სასამართლო, მედიის თუ სიტყვის თავისუფლება არ არსებობს. იმ სუბიექტთა მიზანი, ვინც ასე ფიქრობს, არის არა სახელწიფო ინსტიტუტების გაძლიერება და დამოუკიდებლობა, არამედ სახელმწიფოში დესტაბილიზაციის გამოწვევა და საზოგადოებაში ნიჰილიზის განცდის არსებობა", - აცხადებს ქადაგიძე.