ეროვნული ნაკრების მოთამაშემ და ესპანეთის კლუბის წევრმა, გიორგი შერმადინმა კალათბურთის პრეზიდენტობის კანდიდატს შიო ხეცურიანს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ გამოუცხადა. როგორც შერმადინმა სოციალურ ქსელში, დაწერა, მას სჯერა, რომ შიო ხეცურიანი, თავის გუნდთან ერთად, ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას შეძლებს.
„მინდა, დავაფიქსირო ჩემი აზრი მოახლოებულ საკალათბურთო არჩევნებთან დაკავშირებით! მჯერა, რომ შიო ხეცურიანი, თავისი გუნდით, მრავალწლიანი გეგმით და სწორი ხედვით, შეძლებს ქართული კალათბურთის მნიშვნელოვან განვითარებას და აღორძინებას. მინდა კიდევ ერთხელ ღიად დავაფიქსირო ჩემი მხარდაჭერა შიოსადმი!!! ერთად განვავითაროთ ქართული კალათბურთი!!!" - წერს გიორგი შერმადინი.