ჟურნალისტი ზაზა სვანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რა უცნაურია ცხოვრება და პოლიტიკა - წუხელ სააკაშვილი დააკავეს - ედავებიან რუსეთიდან აღებული ფულის გამო - 2007 წლიდან - მოყოლებული, თავად სააკაშვილი და მისი მომხრეები რას არ გვეძახდნენ ოპოზიციონერებს; ბადრიბოტებს, რუსეთის აგენტებს, ოლიგარქის მონებს, რუსული ფულის მოლოდინში მყოფებს. მერე ივანიშვილი გამოჩნდა, არც მაშინ შეუცვლიათ რიტორიკა - გაგრძელდა კრემლის და ფულის ხაზი! ბედის ირონიით, უკვე დღეს, რუსულ ფულს ედავებიან საქართველოს მესამე პრეზიდენტს - ბუმერანგია ეს სამყარო რა!" - წერს სვანაძე.