logo_geo
eng_logo
ნინო ჯღარკავა: ვუსმენ ბაჩო ახალაიას და გაოგნებული ვარ...
- +

9 დეკემბერი. 2017. 23:47



ჟურნალისტი ნინო ჯღარკავა სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ვუსმენ ბაჩო ახალაიას და გაოგნებული ვარ, უფრთო ანგელოზი ყოფილა თურმე, არც მეგის ქარდავა აწამებდა ვინმესო, არც კასრების ჩანაწერები ვიციო, არც ის კასტილიანი კაცის გაუპატიურებული კაცებიო, სერგო თეთრაძეს როგორ მოკლავდა ვინმე, სულს ვუბერავდით ციხეშიო... ივანიშვილი, ჩუბინიძე და ღარიბაშვილი უსინდისო წინადადებებს მთავაზობდნენო... ჩვენებები მიმეცა სააკაშვილზეო, მოკლედ კაცი ვარ და ანგელოზიო. ფუი! ერთი რამე მაინც მოენანიებინა ამ არაკაცს, ჩვენ ვაწამებდით თურმე, ჩვენ ვკლავდით პატიმრებს, ჩვენ ვქმნიდით რეჟიმს, ჩვენ ვყოფილვართ დასაჭერები, ეს უდანაშაულო კაცი როგორ ჩაგვისვამს! თავიდან განმიახლდა ყველა მძაფრი შეგრძნება და ტკივილი, ესენი როგორ უნდა დაინდოს კაცმა!" - წერს ჯღარკავა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner