logo_geo
eng_logo
კოკა ყანდიაშვილი: რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!
- +

9 დეკემბერი. 2017. 23:55



ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„54 წლის გადებოდა დღეს ზურა ჟვანია.

 

მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა - ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო... კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა...

 

ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით. მიუხედავად ამისა - არასოდეს მიმიმართავს მისთვის „შენობით" (ამაზე ბრაზობდა).

 

მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს - აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.

 

გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.

 

მენატრება ხოლმე ზურა.

 

რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!" - წერს ყანდიაშვილი.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner