ჟურნალისტი კოკა ყანდიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„54 წლის გადებოდა დღეს ზურა ჟვანია.
მკვლელობამდე, 4-5 საათით ადრე ვისაუბრეთ მობილურით, ასე მითხრა - ხვალ ვერ მოვახერხებ და ზეგ შევხვდეთო... კარგ ხასიათზე იყო, ხუმრობდა...
ჩვენ ვთანამშრომლობდით და ვმეგობრობდით. მიუხედავად ამისა - არასოდეს მიმიმართავს მისთვის „შენობით" (ამაზე ბრაზობდა).
მიხარია, რომ დღეს ჩვენი შვილები მეგობრობენ, ზურას ძალიან კარგი შვილები ჰყავს - აი ისეთი, მამის გულს სიამაყით რომ აავსებდა.
გაანთლოს ღმერთმა ამ კაცის სული.
მენატრება ხოლმე ზურა.
რამდენ უბედურებას გადარჩებოდა საქართველო - ზურა რომ არ მოეკლათ?!" - წერს ყანდიაშვილი.