ჟურნალისტი ბონდო მძინარაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„სააკაშვილის მიკროავტობუსიდან გათავისუფლების რეალური მიზეზი:
ამ ავადმყოფს ისეთივე გულყრა დაემართა ფსიქიკური აშლილობის ნიადაგზე, როგორც ახლა, საკანში ჩასმისას. ხუთვა დაეწყო და სპეცრაზმელებმა ფანჯრები ჩაამტვრიეს, შემდეგ კი ცენტრს გადასცეს, რომ შესაძლოა დაკავების სპეცოპერაცია ფატალურად დამთავრებულიყო, ანუ შემოკვდომოდათ. ამის შემდეგ სპეცრაზმის მეთაურმა მიიღო ბრძანება, გამოეშვათ.
წუხელ, უშიშროების იზოლატორში, ექიმთა ბრიგადებმა შეძლეს პატიმარი პაციენტისთვის შესაბამისი პროცედურების ჩატარება. აშლილობის უმძიმესი ფორმა აქვს, რა გრიპი და ფილტვების ანთება?! მთელი ღამე და დღისითაც სპეციალურ ნემსებს უკეთებდნენ, რომ სასამართლოზე საღ გონებაზე მიიყვანონ.
უმძიმესი ფსიქიკური აშლილობა აქვს და ნამდვილ გიჟად არის ჩამოყალიბებული", - წერს ბონდო მძინარაშვილი.