რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე მოსკოვში რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეს გრიგორი კარასინს შეხვდა.
უწყების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში მხოლოდ შეხვედრის გამართვის შესახებ არის საუბარი. ნინო ბურჯანაძე მოსკოვში საერთაშორისო სამართლის კრიზისისადმი მიძღვნილი ფორუმის ფარგლებში იმყოფებოდა. მთავარი თემა გლობალური საფრთხეები იყო.