„ვუსმენ და ვკითხულობ მიშა სააკაშვილის დაჭერასთან დაკავშირებით კომენტარებს და გაოგნებული ვარ ასეთი დამოკიდებულებით..." - წერს ირაკლი ბათიაშვილის მეუღლე მაია ბათიაშვილი სოციალურ ქსელში.
„რას ნიშნავს მიშას დაკავება საქართველოს სირცხვილია?! მართლაც არ გრცხვენიათ?! პრეზიდენტი იყოო... მაშინ არ „რცხვენოდა საქართველოს", როცა „პრეზიდენტმა" უარი თქვა საქართველოს მოქალაქეობაზე და საქვეყნოდ განაცხადა: მე ქართველი არ ვარ, მე უკრაინელი ვარ და უკრაინის მოქალაქე ვარო?! რას ნიშნავს დაუსჯელი დარჩეს დანაშაული?! პრეზიდენტი იყო და სირცხვილია მისი დაჭერა?! ამდენი ქართველის განადგურების მთავარ მონაწილეს, ამდენი ოჯახის დამაქცეველს, საქართველოს მიწების გამყიდველს როგორ იცავს ქართველი კაცი, თუ მოწამლული არ არის? რას ცდილობენ? მოსახლეობას ტვინში უნდათ ჩაუდონ, რომ სამარცხვინო და ქაჯობაა ის, რომ ადამიანი, რომელიც მძიმე დანაშაულს ჩაიდენს გაასამართლო. თუ მოქალაქე პრეზიდენტია ან იყო, უნდა მკვლელობები, სამშობლოს ღალატი, თაღლითობა და ბანდიტობა აპატიო?! თუ არ აპატიებ, ეს სირცხვილი და გოიმობაა. მართლაც, რა ქაჯობაა ასეთი სიცრუის და უმსგავსობის ტირაჟირება!! ტაშისმკვრელებო, დაფიქრდით სანამ მოიწონებთ და ტაშისკვრით ხელებს გადაიტყავებთ. ცოტათი მაინც იყავით მართალნი სამშობლოსთან, ღმერთთან და საკუთარ თავთან!" - წერს ბათიაშვილი.