logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქურდობის ფაქტზე არასრულწლოვანი პირი გამოავლინა
- +

10 დეკემბერი. 2017. 17:35



შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, არასრულწლოვანი - 2001 წელს დაბადებული დ.ყ. ქურდობის ფაქტზე გამოავლინეს.


გამოძიებამ დაადგინა, რომ დ.ყ.-მ მიმდინარე წლის 10 დეკემბერს თბილისში, აბაშიძის ქუჩაზე მდებარე კაფე-მაღაზია „ანტრეში", სალაროდან ფული მოიპარა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. სამართალდამცველებმა დანაშაულის ჩამდენი პირი ცხელ კვალზე გამოავლინეს.


გამოძიება ქურდობის ფაქტზე მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.











 

right_banner right_banner
არქივი
right_banner