logo_geo
eng_logo
ნიკოლოზ მჟავანაძე: მოუსმინეთ ჩვენს უწმინდესს!
- +

10 დეკემბერი. 2017. 20:17



„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. დღეს საქართველოს პატრიარქმა ილია მეორემ საკვირაო ქადაგებისას ხელისუფლებას სკოლებში რელიგიის დაბრუნება სთხოვა და თავისი პოზიცია დააფიქსირა, ბოლო პერიოდში ჩადენილ მკვლელობებთან დაკავშირებით:

,,არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები, ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები",'

ხელისუფლებავ ყური დაუგდე ჩვენს უწმინდესს", - წერს მჟავანაძე.







 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner