logo_geo
eng_logo
ილია მეორე: სკოლაში მიღებული ცოდნა საკმარისი არაა, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება
- +

10 დეკემბერი. 2017. 20:20



სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში წირვა-ლოცვა აღავლინა და ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვანთა მკვლელობის საკითხს გამოეხმაურა.


„ძალიან მძიმე შემთხვევა - არასრულწლოვანმა ბავშვებმა დახოცეს ერთმანეთი, ორი მიცვალებულია. ეს კიდევ ერთხელ მეტყველებს იმის შესახებ, რომ ჩვენ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ ბავშვების აღზრდას. არ არის საკმარისი ცოდნა მიიღონ სკოლაში, აღზრდას უნდა მივაქციოთ ყურადღება და განსაკუთრებით სულიერ აღზრდას. ალბათ, ჩვენმა ხელისუფლებამ უნდა იფიქროს ამის შესახებ, სკოლაში უნდა იყოს, ალბათ, რელიგიის ისტორია, სულიერების საკითხები. ასეთი შემთხვევები არ უნდა განმეორდეს საქართველოში. ღმერთმა ნათელში ამყოფოს გარდაცვლილთა სულები", - აღნიშნა საქართველოს პატრიარქმა.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner