logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა
- +

10 დეკემბერი. 2017. 21:42



პარტია „ახალი ძალების მოძრაობის" ლიდერის მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერების აქცია უკრაინის გენერალურ პროკურატურასთან დასრულდა.


უკრაინული მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებმა სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს.


აქტივისტებმა გენერალურ პროკურორ იური ლუცენკოს „იუდა" უწოდეს და თანამდებობიდან გადადგომა მოსთხოვეს.


„ახალი ძალების მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა დავით საყვარელიძემ მხარდამჭერებს მოუწოდა ხვალ, 11 დეკემბერს სასამართლო პროცესზე მივიდნენ და მიხეილ სააკაშვილს მხარი დაუჭირონ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner