logo_geo
eng_logo
პეტრო პოროშენკო: მიხეილ სააკაშვილმა წაყენებულ ბრალდებებს უნდა უპასუხოს!
- +

10 დეკემბერი. 2017. 22:15


 

უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო მიხეილ სააკაშვილს გამოძიების კითხვებზე პასუხის გაცემისკენ მოუწოდებს.


„მან გამოძიებას და საზოგადოებას წაყენებულ ბრალდებებზე უნდა უპასუხოს. თუ ის არ პასუხობს, ეს ბრალდებების საფუძვლიანობაზე მეტყველებს. ჩემი პოზიციაა, როგორც პრეზიდენტი, არ ვერევი ამ საქმეში, არ გამომიჩენია და არ გამოვიჩენ ინტერესს. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი გამოძიება, ობიექტური, სამართლიანი და მიუკერძოებელი სასამართლო. მე შემიძლია და ვალდებულიც ვარ, ეს უზრუნველყო," - განაცხადა პეტრო პოროშენკომ.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner