უფლებადამცველი ინგა ბერიკაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„არ გაბედოს ვინმემ და არ მიიღოს კანონი, რომელითაც ყველა სახეობის ნარკოტიკების მოხმარება იქნება დაშვებული!
ჩვენ უფრო ბევრნი ვართ ვინც საღად ვაზროვნებთ და ვისაც გვაწუხებს ერის დემოგრაფიული პრობლემა, ვისაც გვინდა ჯანსაღი აზროვნების ახალგაზრდები და თაობები!
ნარკოტიკების, ალკოჰოლის და თუნდაც თამბაქოზე უსაზღვრო დამოკიდებულამ სიკვდილის ასაკი ისე გაახალგაზდავა, რომ ინფარქტი თუ ინსულტი უკვე 37 წლიდან გახშირდა!
ასე ერი ვერ გამრავლდება, შეუძლებელია წამლის ან ალკოჰოლის ზემოქმედების ქვეშ მყოფი იყოს ადეკვატური, ჯანსაღი აზროვნების ან ისინი იყვნენ სრულფსოვანი თავის ქმედებებში.
კარგით სასჯელი მიუღებელია ვთქვათ, მაგრამ ჯარიმებს რომ გამოუწერს სამმართალდამცველი ამ ჯარიმის ფული საიდან უნდა მოიტანოს?
ან ვთქვათ მოხმარება დაშვებული იქნა მომავალში, ვინმეს უფიქრია იმაზე, რომ ფხიზლად არავინ აღარ ივლის?
ჩვენ ვსაუბრობთ საქართველოზე სადაც ზომიერების გრძნობა დაკარგული აქვს უმრავლესობას და ათეულ ადამინზე ვინც ზომიერად მოიხმარს ნარკოტიკს და არ აწუხებს არც ოჯახს და არც საზოაგდოებას მხოლოდ იმას ვერ დავეყრდნობით.
კანონის მიღება დიდ რისკებს შეიცავს და ისე არ მოხდეს, რომ სავალალო შედეგებამდე მივიდეთ ისედაც ერთ მუჭად ქცეული ერი, ამდენი მიგრაციის თუ გაჭირვების შედეგად ისადაც სავალალო სტატისტიკა დევს!
კატეგორიულად წინააღმდეგი ვარ მე, ყველანაირი ნარკოტიკის დეკრიმინალიზაციისა, მაგრამ ამავე დროს ვხედავ აუცილებლობას ევროპას მივბაძოთ ამ კუთხით და ააშენოს სახელმწიფომ დიდი საერაბილოტაციო სანატორიუმი სადაც დარწმუნებული ვარ ბევრი იმკურნალებს ისინიც კი ვინც დღეს ითხოვს კანონის შემსუბუქებას ან დეკრიმინალიზაციას, რადგან მათ ცხვორებაშიც დგება მომენტი, რომ აცნობეიერებენ სიკვდილის მოახლოვებას, უნდათ სიცოცხლე მაგრამ ვერ ჩერდებიან!" - წერს ბერიკაშვილი.