საქართველოს ეროვნულმა ბანკმა სავალუტო აუქციონზე 10 მლნ აშშ დოლარი შეისყიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეროვნული ბანკი აქვეყნებს.
„2016 წლის 20 აპრილს გამართულ საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო აუქციონზე სებ-მა 10 000 000 აშშ დოლარი შეისყიდა. საშუალო შეწონილმა გაცვლითმა კურსმა 2.2324 შეადგინა", - ნათქვამია განცხადებაში.