საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას შვილი ცოტნე გამსახურდია სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყენს:
„მართლა ტყუილი დუნიაა ეს შობელოხერი... მოშიმშილე 7 წლის წინ ვიფიქრებდი, რომ დღეს სააკაშვილი უვადო შიმშილობას გამოაცხადებდა და ვანო მერაბიშვილი ციხეში იჯდებოდა?
აქეან დასკვნა: ყოველთვის უნდა შეგეძლოს ცხოვრების დისტანციიდან ყურება, როგორც მოხუცი ბაბუა უყურებს ცელქი შვილიშვილის თამაშს. არ აგივარდეს თავში და არ დაკარგო ადამიანობა. არაფერი ღირს ამად, მაგრამ "с корабля на бал" აღმოჩენილი ბიდლო რომ ვერ ხვდება ამდენს? ჰგონია, რაღაც მხოლოდ მის თავს მოხდა და მხოლოდ ისაა ბედის, ღმერთის რჩეული. და მუდამ ასე იქნება..." - წერს ცოტნე გამსახურდია.