თბილისის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი მანანა თოქმაჯიშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„ამ კვირის მწვანე ამბები:
ჩუღურეთში კიდევ ერთი სკვერი გაიხსნა, მეუნარგიას ქ.58-ის მიმდებარედ.
ფანასკერტელზე მიმდინარეობს სკვერის მოწყობა. პროექტის ფარგლებში მოეწყობა სამზონიანი სკვერი; მოხდება სკვერის განათება და გამწვანება. აგრეთვე მოეწყობა ორი გადასახედი ვერეს ხეობაზე" , - წერს მანანა თოქმაჯიშვილი.