საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ევროსაბჭოს გენერალურ მდივან ტორბიონ იაგლანდის ხვდება.
როგორც „2030.news" ავრცელებს ინფორმაციას, შეხვედრა დაახლოებით ნახევარი საათი გაგრძელდება, რის შემდეგ გორგი კვირიკაშვილისა და ტორბიონ იაგლანდის ერთობლივი პრესკონფერენცი გაიმართება.
გიორგი კვირიკაშვილი ვიზიტით სტრასბურგში იმყოფება. 21 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა.
საქართველოს დელეგაცია, რომლის შემადგენლობაში არიან სახელმწიფო მინისტრი ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში დავით ბაქრაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე დავით ზალკალიანი, სტრასბურგს 21 აპრილს დატოვებს.