logo_geo
eng_logo
გუბაზ სანიკიძე: გამოვრიცხავთ ბურჯანაძესთან თანამშრომლობას
- +

20 აპრილი. 2016. 16:47


„გაერთიანებულ დემოკრატიულ მოძრაობასთან" თანამშრომლობას გამორიცხავს „ეროვნული ფორუმი". როგორც ფრაქცია „ეროვნული ფორუმის" წევრმა გუბაზ სანიკიძემ  „რეპორტიორის" პრესკლუბში განაცხადა, პარტია, ყრილობის გადაწყვეტილების შესაბამისად, არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს დამოუკიდებლად.



 

„რაც შეეხება ჩვენს გაერთიანებას, საერთო სიას, კოალიციას თუ ბლოკს ნინო ბურჯანაძის პოლიტიკურ ორგანიზაციასთან, ეს  არ შედის ჩვენს გეგმებში და ისევ ვიმეორებ, პარტიის ყრილობის გადაწყვეტილებით, „ფორუმი" არჩევნებში მონაწილეობას აპირებს დამოუკიდებლად", - განაცხადა სანიკიძემ.

 

 

დეპუტატი კოლიციის დაშლის საკითხსაც შეეხეო და განაცხადა, რომ მისი პარტია მმართველი კოალიციის დაშლის მიზეზი არ გამხდარა.

 

 

„ფორუმი" არ იყო ის პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელსაც ჰქონდა კოალიციის დაშლის მცდელობები. ჩვენს გამო კოალიცია არ დაშლილა, თუმცა, ჩვენ მზად ვიყავით კოალიციის დაშლისთვის", - განაცხადა სანიკიძემ.

 


რასაც შეეხება „ეროვნული ფორუმის" საარჩევნო სიას, სანიკიძის ინფორმაციით, ჯერჯერობით გადაწყვეტილი არაა, ვინ იქნება სიაში, გარდა იმისა, რომ სიის პირველი ნომერი იქნება კახაბერ შარტავა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner