ადვოკატ პაველ ბოგომაზოვის განცხადებით, აღკვეთის ღონისძიების სახით პროკურატურა მიხეილ სააკაშვილისთვის ორთვიან შინაპატიმრობას მოითხოვს.
„სააკაშვილი ბრალს არ აღიარებს. ეს არის შეთითხნილი საქმე. ჩვენი აზრით, მას პოლიტიკური ხასიათი აქვს. საქმეს მოსამართლე ლარისა ცოკოლი განიხილავს. მიხეილ სააკაშვილი თავს კარგად გრძნობს, მიუხედავად იმისა, რომ ორ დღეზე მეტია შიმშილობს და მხოლოდ წყალს სვამს", - განაცხადა პაველ ბოგომაზოვმა.