logo_geo
eng_logo
კახეთში მოქალაქეებმა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ჩააბარეს
- +

11 დეკემბერი. 2017. 13:09



„შინაგან საქმეთა სამინისტროს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ახმეტის რაიონული სამმართველოს დუისის განყოფილებაში, ასევე, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონულ განყოფილებებში ახმეტის, თელავის, ყვარლისა და გურჯაანის რაიონებში მცხოვრებმა მოქალაქეებმა: 1984 წელს დაბადებულმა რ.ქ.-მ, 1962 წელს დაბადებულმა მ.ზ.-მ, 1975 წელს დაბადებულმა ზ.ც.-მ და 1991 წელს დაბადებულმა დ.ბ.-მ სხვადასხვა ტიპის ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ნებაყოფლობით წარმოადგინეს და ჩააბარეს", - ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„სულ ჩაბარებულია: გადაჭრილი სანადირო თოფი - ე.წ. „აბრეზი", „პგ"-ს ტიპის ხელყუმბარა, 600 გრამი ფეთქებადი ნივთიერება ტროტილი, 120 გრამი ფეთქებადი ნივთიერება „ამონალი მაგნიუმ 365", 2 პისტოლეტი და სხვადასხვა კალიბრის 299 საბრძოლო ვაზნა. ექსპერტიზის დასკვნით, ჩაბარებული იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.

 

აღნიშნული პირები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ლ" ქვეპუნქტის შესაბამისად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან თავისუფლდებიან", - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში. 


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner