logo_geo
eng_logo
ბენიამინ ნეთანიაჰუ: მჯერა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს
- +

11 დეკემბერი. 2017. 13:10



ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ დარწმუნებულია, რომ ევროკავშირის ყველა ქვეყანა ან მათი უმეტესობა იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და იქ საკუთარ საელჩოებს გადაიტანს.

 

„დადგა დრო, როდესაც პალესტინელებმა უნდა აღიარონ, რომ ისრაელის სახელმწიფო არსებობს და მისი დედაქალაქია - იერუსალიმი. ახლა მსგავსი შეთანხმება არ არსებობს, მაგრამ ეს მომავალში მოხდება. მე მჯერა, რომ ყველა ევროპული ქვეყანა ან მათი უმეტესობა საკუთარ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანს, იერუსალიმს ისრაელის დედაქალაქად აღიარებს და ჩვენ ერთად დავიწყებთ მუშაობას უსაფრთხოების, აღმშენებლობის და მშვიდობის მიმართულებით", - განაცხადა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner