logo_geo
eng_logo
შსს-მ 2014 წელს მომხდარი დედა-შვილის მკვლელობა გახსნა
- +

20 აპრილი. 2016. 17:13


შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. ამის შესახებ უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.


შსს-ს ინფორმაციით, ნაპოვნია შემთხვევის დროს მოკლული გურამ კვეზერელის ცხედარი.


ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ძიება მიმდინარეობს ორი პირის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner