შინაგან საქმეთა სამინისტრომ 2014 წელს, თბილისის ზღვაზე, დევნილთა დასახლებაში მომხდარი მკვლელობა გახსნა. ამის შესახებ უწყებაში რამდენიმე წუთის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს.
შსს-ს ინფორმაციით, ნაპოვნია შემთხვევის დროს მოკლული გურამ კვეზერელის ცხედარი.
ოფიციალური ინფორმაციით, დანაშაულის შეუტყობინებლობისთვის სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით ძიება მიმდინარეობს ორი პირის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება უშუალოდ მომხდარში ბრალდებულებს, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ერთი პირი დაკავებულია, მეორე კი უცხოეთში იმყოფება.