logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ტურიზმიდან 2.700 მლრდ-ს შემოსავალს ველოდებით
- +

11 დეკემბერი. 2017. 17:56



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, დიმიტრი ქუმსიშვილმა საზოგადოებას საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები გააცნო.

 

„რაც შეეხება საგარეო სექტორს, ამ მიმართულებითაც საკმაოდ კარგი მოლოდინები გვაქვს. ფაქტებს რომ გავყვეთ, გვაქვს საკმაო ზრდა, მათ შორის სპილენძის მადნებში და კონცენტრატებში ექსპორტი გაზრდილი არის 92%-ით, ფეროშენადნობების მიმართულებით ჩვენი ექსპორტი გაზრდილი არის 53%-ით, მინერალური და მტკნარი წყლების მიმართულებით ჩვენ გაზრდილები ვართ 45%-ით, ხოლო ღვინის ექსპორტი გაზრდილია 40%-ით. ძალიან სასიამოვნოა, რომ სამკურნალო საშუალებები გაიზარდა თითქმის 36%-ით დ სპირტიანი სასმელები 33%-ით. მთლიანობაში ოქტომბრის თვეში საგარეო სექტორმა სადღაც 1,6 პროცენტული პუნქტი შეიტანა ჩვენს ეკონომიკურ ზრდაში და სადღაც 9%-ით იყო გაუმჯობესებული. დამამუშავებელმა მრეწველობამ ოქტომბრის თვეში, რომელიც 9,7%-ით გაიზარდა, 1,1%-იანი ზრდა შეიტანა მთლიანი რეალური შიდა პროდუქტის ზრდაში, საფინანსო სექტორმა და ასევე ტურიზმმა მნიშვნელოვანი ზრდა შეიტანა. საბოლოო ჯამში, ჩვენ ექსპორტის მონაცემებით თუ 2016 წელს გვქონდა მილიარდ 700 მილიონი, წელს ჩვენ გვაქვს, 29,4%-იანი ზრდა და 2 მლრდ 200 მლნ-ს აღწევს, რაც რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია.

ძალიან კარგი ზრდა იყო ტურიზმის მიმართულებით. სადღაც 19%-იანი ზრდა გქვონდა შემოსავლების მიმართულებით, რაც ნომინალში 35 მლნ დოლარია და საბოლოოდ, ოქტომრბის თვეში 218 მლნ მივიღეთ ტურიზმიდან. ჯამურად, ტურიზმის მაჩვენებლებს რაც შეეხება, 2 მლრდ 500 მლნ გვაქვს მიღებული ტურიზმიდან და შესაბამისად, 2 მლრდ 700 მლნ-ს ველოდებით წლის ბოლომდე", - განაცხადა დიმიტრი ქუმსიშვილმა.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner