logo_geo
eng_logo
დიმიტრი ქუმსიშვილი: ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა
- +

11 დეკემბერი. 2017. 18:07



პირველმა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა 2017 წლის ოქტომბერსა და პირველ 10 თვეში ქვეყნის მშპ-ს წინასწარი მაჩვენებლები შეაფასა, რომლის თანახმადაც წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2017 წლის ოქტომბერში  მთლიანი შიდა პროდუქტის რეალურმა ზრდამ 5.7 პროცენტი, 2017 წლის პირველი ათი  თვის საშუალო ზრდის მაჩვენებელმა კი - 4.9 პროცენტი შეადგინა.


პირველმა ვიცე-პრემიერმა დადებითად შეაფასა ექსპორტის ზრდის დინამიკა, რომლის თანახმადაც საქართველოდან სპილენძის მადნებისა და კონცენტრატების ექსპორტი 92 პროცენტით, ფეროშენადნობების - 53 პროცენტით, მინერალური და მტკნარი წყლების - 45 პროცენტით და ღვინისა კი 40 პროცენტით გაიზარდა.


დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, 2017 წლის ოქტომბერში საქონლის წმინდა ექსპორტის კონტრიბუციამ  მშპ-ს რეალურ ზრდაში დაახლოებით 1.6 პროცენტული პუნქტი შეადგინა.  საქონლის რეალური წმინდა ექსპორტი დაახლოებით 9%-ით გაუმჯობესდა.


როგორც პირველმა ვიცე-პრემიერმა განაცხადა, მიმდინარე წლის ოქტომბერში მშპ-ს მნიშვნელოვანი რეალური ზრდა დაფიქსირდა შემდეგ სფეროებში: დამამუშავებელი მრეწველობა  - ზრდა  9.7%, წვლილი რეალურ ზრდაში 1.1 პროცენტული პუნქტი; საფინანსო საქმიანობა - ზრდა 13.4%, წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 პროცენტული პუნქტი;  სასტუმროები და რესტორნები - ზრდა 20.2% , წვლილი რეალურ ზრდაში 0.4 და სხვ.


პირველი ვიცე-პრემიერის დიმიტრი ქუმსიშვილის ინფორმაციით, 2017 წლის იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 29,4 პროცენტით გაიზარდა და 2,2 მლრდ აშშ დოლარს მიაღწია.



 

right_banner right_banner
არქივი
right_banner