ჟურნალისტი გია გაბრიჭიძე „ნაციონალური მოძრაობის" მისამართით შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„Désormais ici dansent („ახლა აქ ცეკვავენ" წარწერა ბასტილიის ციხის ადგილას აღმართულ დაფაზე).
1789 წლის ივლისში ლუდოვიკო XVI-მ გადააყენა ფინანსთა მინისტრი ნეკ კერი, რასაც 14-ში ბასტილიის აღება მოჰყვა.
ალბათ მიHას ჰგონია, რომ კიეველი და ქართველი ნაცები მისი გულისთვის რევოლუვიებს მოაწყობენ...
არ გამოვა ეგ საქმე მიHა, არ გამოვა თუნდაც იმიტომ, რომ საფრანგეთის რევოლუციის სულის ჩამდგმელები კამილ დემულენო, მარატი, დანტონი და სხვები იყვნენ, მიHას კი მელია, წუკლარა და საყვარელიძე ჰყავს.
რაც შეეხება უკრაინელებს, მიHა მათთვის არაფერს წარმოადგენს, რაც ამ რამდენიმე დღის წინ ტიმოშენკომაც დაადასტურა. დაადასტურა იმით, რომ მან მიHა მოიხსენია არა როგორც „უკრაინის ოპოზიციის ლიდერი", არამედ როგორც „საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი" (ტიმოშენკოს ამბიციემში მიHა არა მგონია რომ იჯდეს...
ცეკვა საქართველოშიც იციან და უკრაინაშიც, მაგრამ ეს მიHას ცეკვა ნამდვილად არ არის" , - წერს გაბრიჭიძე.