logo_geo
eng_logo
მიხეილ სააკაშვილი: ФСБ-ს აგენტი არ ვარ, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ!
- +

11 დეკემბერი. 2017. 21:40


 

„თუ ФСБ-ს აგენტი ვარ, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ სასამართლოში",- ამის შესახებ ოდესის ოლქის ყოფილმა გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმა კიევში, სასამართლო პროცესზე განაცხადა. მისივე თქმით, სააკაშვილის კიევის ციხეში ჩასმა რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის საუკეთესო ოცნებაა.


„პოროშენკომ და ლუცენკომ შეურაცხყოფა მომაყენეს, როდესაც ФСБ-ს აგენტი მიწოდეს, მე მიხეილ სააკაშვილი ვარ.

 

თუ მე ФСБ-ს აგენტი ვარ, მაშინ ეს უნდა დამიმტკიცონ სასამართლოში. დამიმტკიცეთ დროზე და პუტინი ჩემს სანაცვლოდ ყველა ტყვეს გაათავისუფლებს, ორივე ხელით. როდესაც პუტინმა იცის, რომ მე იმ ციხეში ვიჯექი, სადაც თუნდაც ლუცენკო იჯდა, სააკაშვილი კიევში ციხეში - ეს პუტინის საუკეთესო ოცნებაა.

 

სააკაშვილი ციხეში ეს არის პირდაპირი საჩუქარი პუტინს და ვიღაცამ გადაწყვიტა მისთვის ამ საჩუქრის მირთმევა",- განაცხადა სააკაშვილმა.


მიხეილ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პეჩერსკის რაიონული სასამართლო ექვს საათზე მეტია მსჯელობს.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner