ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში ნატანებსა და შრომაში 480 გრძივი მეტრი რკინაბეტონის გზა დაიგო. ბეტონის საფარი განსაკუთრებულად რთულ საგზაო მონაკვეთებზე მოეწყო. სოფლებში დასრულებული სარეაბილიტაციო სამუშაოები ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ, საკრებულოს თავმჯდომარესთან - დავით დარჩიასთან, ერთად დაათვალიერა.
„მუნიციპალიტეტი ამორტიზებული შიდა გზების რეაბილიტაციას ეტაპობრივად ახორციელებს. პირველ რიგში, ყველაზე პრობლემურ ადგილებს ვაწესრიგებთ. გზების სარეაბილიტაციო სამუშაოების ნაწილი ადგილობრივი ბიუჯეტიდან, ხოლო ნაწილი სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში განხორციელდება. მალე დავიწყებთ ამორტიზებული საგზაო მონაკვეთების მოხრეშვით სამუშაოებსაც",- აღნიშნა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გამგებელმა მერაბ ჭანუყვაძემ.
სამუშაოების ღირებულება 58 999 ლარს შეადგენს. პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდა. სამშენებლო სამუშაოები სამშენებლო კომპანია შპს „ჭედამ" შეასრულა. ბეტონის საფარი მოეწყო შრომის თემში. საგზაო მანაკვეთის სიგრძე 400 მეტრია. ზედუბანში გადაადგილება მაღალი გამავლობის ტრანსპორტისთვისაც კი პრობლემას წარმოადგენდა. სამუშაოები შპს „უნივერსალმა" განახორციელა.