logo_geo
eng_logo
ზაქარია ქუცნაშვილი: ოჯახში შეუშვა პოროშენკომ და ზურგში დანა ჩაარტყა, ეგ არის მეგობრობა?!
- +

11 დეკემბერი. 2017. 22:06



საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა „TVპირველის" ეთერში განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის არავის ეშინია.


„სააკაშვილის არათუ საქართველოში, უკრაინაშიც აღარ ეშინიათ ხომ ხედავთ. სააკაშვილის არსად არ ეშინიათ, არც რუსეთში, არც ამერიკაში. არსად არ ეშინიათ იმიტომ, რომ ამ კაცმა, სადაც ფეხი დადგა ყველგან ბრალი წაუყენეს. როგორ შეიძლება იმ კაცის გეშინოდეს, სადაც მიუშვებ... ოჯახში შეუშვა პოროშენკომ და ზურგში დანა ჩაარტყა, ეგ არის მეგობრობა?! მოქალაქეობა მიანიჭა, თანამდებობაზე დანიშნა და მერე... ეს არის ღირსეული საქციელი?! სააკაშვილის მხოლოდ და მხოლოდ იმ ხალხს ეშინია, რომელი ხალხიც მასთან არის ბმაში წარსული დანაშაულების გამო. იმიტომ, რომ სააკაშვილმა პირი რომ გააღოს და თქვას, მე რომ მაბრალებთ ამას ამან შემისრულა ეს და ესაო", - განაცხადა ზაქარია ქუცნაშვილმა.


 

right_banner right_banner
არქივი
right_banner