„უფლებადამცველთა გაერთიანების" თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე სოციალურ ქსელში მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ეხმაურება:
„როგორც 2003 წელს შევარდნაძე აიძულეს ხელისუფლება გადაელოცა სააკაშვილისთვის, ასევე გარკვეულმა ძალებმა უკრაინის ფარგლებს გარედან დღეს აიძულეს სასამართლო მიეღო სააკაშვილის დარბაზიდან განთავისუფლების გადაწყვეტილება. მართალია სისხლის სამართლის საქმე გრძელდება და ეს მხოლოდ აღკვეთი ღონისძიების საკითხის განხილვა იყო, მაგრამ თავად ის ფაქტი რაც მოხდა არცერთ სამართლებრივ ლოგიკაში არ ჯდება. იურიდიული ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტიც კი მიხვდება რომ სასამართლოს ეს გადაწყვეტილება იყო დაუსაბუთებელი. პიროვნება რომელიც არ ემორჩილება სახელმწიფოს ორგანოებს, ემალება გამოძიებას, მოუწოდებს ხალხს ხელისუფლების ჩამოგდებისკენ, რამდენიმე დღე არის ძებნილი და მთელი სახელმწიფო სამსახურები მას ძებენ, როგორ შეილება ასეთი პირი აღკვეთი ღონისძიების გარეშე დატოვო თუ გავითვალისწინებთ იმასაც რომ არსებობს კონკრეტული მტკიცებულებები მის მიერ სხვადასხვა დანაშაულებების ჩადენისა", - წერს მჟავანაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის სასამართლომ ოდესის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი დარბაზიდან გაათავისუფლა.