პოეტი გენრი დოლიძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„როი აბუსელიძე! წლის მთავარი ახალგაზრდული პრემიის ლაურეატი! „წინანდალი" ჩვენია", - წერს გენრი დოლიძე.
კონსერვატორიის დიდ დარბაზში ზურაბ ჟვანიას სახელობის „წინანდლის პრემიის" დაჯილდოების საზეიმო ცერემონია და გალა- კონცერტი გაიმართა. 2017 წლის პრემიის ლაურეატები მეცნიერებისა და ხელოვნების 8 ნომინაციაში გამოვლინდნენ. „წინანდლის პრემია" პოეზიაში როინ აბუსელიძეს გადაეცა.
„ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ყველა ორგანიზატორს ვინც ეს პრემია დააწესა. ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონკურსი, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა ავტორებს, რომ თავიანთი თავი გამოაჩინონ", - განაცხადა როინ აბუსელიძემ.