ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს:
„რაც უფრო გადის დრო, მით მეტად ვფიქრობ, რომ პატრიარქმა მეუფე შიო თავის უსაფრთხოებისგან გამომდინარე უფრო დაასახელა და არა მომავალი პატრიარქობისათვის - დაასახელა ადამიანი, რომელსაც არც მოყვარე ჰყავს და არც მტერი არც სინოდში და არც მრევლში. სამაგიეროდ, მემკვიდრის დასახელების მოტივაციით პატრიარქის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება" - წერს გამზარდია.