logo_geo
eng_logo
ნინო მიქიაშვილი: მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები...
- +

12 დეკემბერი. 2017. 01:13



ჟურნალისტი ნინო მიქიაშვილი სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:

 

„ობიექტივის" ეთერით შევიტყვე, რომ აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი იყო. ფურცელზე ხელით დავწერე განცხადება, გთხოვთ მაპოვნინოთ აფხაზი, რომელიც ჩემს წიგნს აფხაზურად გადათარგმნის-მეთქი. ძალიან მინდოდა დამეწერა, გთხოვთ, წიგნის გამოცემაშიც დამეხმაროთ-მეთქი, მაგრამ მომერიდა. როგორც ჩანს მიხვდა, მისაღებადაც მიიჩნია - ბიოგრაფიული ჟანრის წიგნი „მერაბ კოსტავა" აფხაზურად აფხაზს გადაათარგმნინა და 500 ცალი გამოსცა (ქართულ-აფხაზურად). გასულ კვირაში ეს წიგნი აფხაზ დედა-შვილს ვაჩუქე (მათ პოვნაში მამუკა ნოზაძე დამეხმარა).

 

მთელი ცხოვრება თქვენი მადლიერი ვიქნები, რომ მაპოვნინეთ აფხაზი, ვინც ჩემი წიგნი გადათარგმნა. მადლიერი ვიქნები იმის გამო რომ ეს წიგნი ქართულ-აფხაზურად გამოვიდა.

 

წიგნის წარდგინება 2016 წლის 27 ოქტომბერს გაიმართა. იმის შემდეგ პირადად ეს წიგნი სოხუმიდან, გაგრიდან და გუდაუთიოდან თბილისში სამკურნალოდ ჩამოსულ ათეულამდე აფხაზს ვაჩუქე. თქვენ რომ არა ამას ვერ გავაკეთებდი.

 

ვწერ და ცრემლები მომდის. ნათელი და სანთელი თქვენს სულს, ბატონო დიმიტრი", - წერს ნინო მიქიაშვილი.


 

 

 

 

right_banner right_banner
არქივი
right_banner