დათო ბითაძე სოციალურ ქსელში შემდეგი სახის პოსტს აქვეყნებს:
„რეიტინგი 2%-მდე ჰქონდა, - იქნებ როგორმე რიცხვად ვუქციოთო და
1. გაუშვეს სხვა ევროპულ ქვეყანაში, იქაურ პარლამენტარებს გამოაცილებინეს, არ შეუშვეს, შემდეგ მესაზღვრეების უფროსი მიაკაჩავებინეს და მაინც „ხალხმა შემოიყვანა";
2. მერე იმ ქვეყნის პრეზიდენტი ავტობუსში აიპარა და პასპორტი მოჰპარა;
3. მერე კარვების გაშლა იყო „რადას" წინ;
4. მერე სახურავზე აძვრა, გადმოვხტებიო იმუქრებოდა, მაგრამ ჩუმად მღვდელი აიპარა სახანძრო კიბით, ლოცვები წაუკითხა და ასე შეუმჩნევლადვე დაბრუნდა, ის კი აღარ გადმოხტა;
5. დაიჭირეს და ჩამოიყვანეს, ჩასვეს მანქანაში და ადგილიდან არ დაძრულან რადგანაც, ისევ "ხალხმა გაათავისუფლა";
6. პარლამენტის შენობის წინ სვამდა ჩაის კარავში და პოლიციის შენობის წინ კარაქიან პურს აყოლებდა კაფეში, მაგრამ მაინც ძებნა გამოაცხდეს;
7. ბოლოს სიცხემ აუწია იქამდე, ამხელა რეიტინგს ოცნებაშიც რომ ვერ გაბედავდა, გადაიყვანეს, რაღა თქმა უნდა, ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნის (მერე რა რომ ყოფილი) ბინაში და აი, იქ დააპატიმრეს - იქნებ ახლა მაინც გამოვიდესო კიევი ქუჩაში (აკი, 2 დღეში იყო დაგეგმილი დიიიდი მიტინგი), მაგრამ ამანაც რომ არ უშველა?.. მიტინგზე არ იყო ბევრი ადამიანი და რეიტინგი 1.5% ჰქონდა გუშინ გავრცელებული ინფორმაციით (თავად ენდობოდა ამ რეიტინგებს, მახსოვს).
8. ჰოდა, დღეს ჯერ განსასჯელთათვის განკუთვნილი ადგილიდან გადასვა დარბაზში მოსამართლემ (ეს როგორ გაკადრესო, მე ბოდიშიო
ლ), დღის ბოლოს გაათავისუფლა გაგმირებული და სავარაუდოდ, გაზრდილი რეიტინგის იმედით - "თუ ვინმემ რამე გითხრას არაა, მე მითხარიო"...
9. ასეც იქნება, სამწუხაროდ, რადგან ადამიანი ემოციური ქმნილებაა და მუდმივად რეაგირებს "უსამართლო სისტემასთან დაპირისპირებულ ინდივიდზე", რა თქმა უნდა, ყველას უხარია გოლიათის დამარცხება დავითის მიერ!..
მაგრამ, მგონია რომ პუტინს მხოლოდ ერთი ჯოკერი ჰყავდა და მეორედ იმავე კარტს ვეღარ გამოიყენებს, ორივე ჯოკერი მას თავიდანვე არ მიუვიდა, თუმცა 9 აცხადა და აიღო კიდეც, ეგ კი არა, შეეტენებოდა, რომ არა 8-ის აღების შემდეგ მოულოდნელად გამოჩენილი (კიდევ კარგი) "რუსი ოლიგარქი".
აქ P.S. კარგი იქნებოდა, მაგრამ მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ პუტინის ჯოკერი საკუთარ რეიტინგს მაინც ვერ გაარიცხვებს!" - წერს დათო ბითაძე.