logo_geo
eng_logo
შინაგან საქმეთა სამინისტრომ აჭარაში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო
- +

12 დეკემბერი. 2017. 10:46



შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1974 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი ზ.მ. ბათუმში დააკავეს.


სამართალდამცველებმა, დაკავებულის საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, ორლულიანი თოფი, 2 ვაზნა და 1 ხელყუმბარა ამოიღეს.


ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა სასროლად ვარგისია.


გამოძიება ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე მიმდინარეობს, საქართველოს სსკ-ს 236-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც ოთხ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner