logo_geo
eng_logo
ფედერიკა მოგერინი: ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი საელჩოების იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ
- +

12 დეკემბერი. 2017. 11:09



ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ ბრიუსელში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები საკუთარი საელჩოების იერუსალიმში გადატანას არ აპირებენ.


„მე ვიცი, რომ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ სხვა ქვეყნებიც, აშშ-ის მსგავსად, საკუთარ საელჩოებს იერუსალიმში გადაიტანენ. მას შეუძლია ასეთი მოლოდინები სხვა ქვეყნებთან მიმართებაში შეინარჩუნოს, მაგრამ ევროკავშირის წევრი ქვეყნები ასეთ ნაბიჯს არ გადადგამენ", - განაცხადა ფედერიკა მოგერინიმ.


მისი თქმით, ორსაათიანი შეხვედრის დროს ევროკავშირის წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ ევროკავშირისთვის პრიორიტეტად ისრაელსა და პალესტინას შორის მყარი მშვიდობა რჩება.








 

right_banner right_banner
არქივი
right_banner