logo_geo
eng_logo
პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება
- +

12 დეკემბერი. 2017. 13:48



ფონდ „იავნანას" და პაატა ბურჭულაძის ადვოკატის სოსო ბარათაშვილის ცნობით, პაატა ბურჭულაძე 8 იანვარს სასამართლოში გამოიკითხება.


მისი თქმით, ბურჭულაძემ ეს თავად მოითხოვა, რადგან მას აქვს კანონით მინიჭებული უფლება, სასამართლოში გამოკითხვა მოითხოვოს. 


ადვოკატის განცხადებით, გარდა იმისა, რომ პაატა ბურჭულაძეს კავშირი არ ჰქონია ფონდის საქმიანობასთან, ფონდის საქმიანობაშიც  დანაშაულის ნიშნებიც არ იკვეთება.


„ბატონმა პაატამ უკვე გამოთქვა საგამოძიებო ორგანოსთან  თანამშრომლობის სურვილი. ოღონდ მან ამჯობინა სასმართლოში. ამაზე ინფორმირებულია გამომძიებელი. ბატონი პაატა, ამჟამად თავისი საკონცერტო საქმიანობიდან გამომდინარე,  ევროპაში იმყოფება და 8 იანვარს სასამართლოში მივა და გამოიკითხება, თუ გამომძიებელი სასამართლოსთან შეათანხმებს. ფონდიდან ამ ეტაპზე დაკითხვაზე არავინ არის დაბარებული რადგან ფონდის წარმომადგენელთა ნაწილი უკვე დაკითხულია.  თვითონ ის გარემოება, რომ გამოძიება დაწყებულია ერთ-ერთი თითქოსდა არასამთავრობო ორგანიზაციის საჩივრის საფუძველზე.  მაშინ როცა ამ ორგანიზაციას  არაფერი აკავშირებს ფონდთან და თითქოსდა ტელევიზიაში  ნანახი სიუჟეტის საფუძველზე მომზადდა საჩივარი თუ განცხადება და  პროკურატურამ დაუსაბუთებელ საჩივარზე დაყრდნობით იწყებს გამოძიებას,  ეს  უკვე   დიდ ეჭვებს ბადებს. დანარჩენს გვიჩვენებს გამოძიება. ერთი შემიძლია ვთქვა - არათუ დანაშაული, დარღვევის ნიშნებიც კი არ იკვეთება არსად.  ბატონ პაატას რომ არ ჰქონია ფონდის საქმიანობასთან კავშირი, ეს ისედაც ცხადია", - განუცხადა „პირველს" სოსო ბარათაშვილმა. 









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner