დედაქალაქის მერი დავით ნარმანია ჟურნალისტების შეკითხვას, იქნება თუ არა „ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში, პასუხობს:
„ნაციონალური მოძრაობის" სიაში რომ არ ვიქნები, ალბათ, კარგად მოგეხსენებათ. სხვა დანარჩენი ვნახოთ", - ამბობს ნარმანია.
ნარმანია უარყოფს გავრცელებულ ინფორმაციას, რომ გაზაფხულზე გამგებლები და დედაქალაქის მერი შესაძლოა გადადგნენ:
„თბილისის მერიაში მცირე ცვლილებები მიმდინარეობს, რაც ბუნებრივი პროცესია. არსებითი ცვლილებები არ იგეგმება", - განაცხადა დავით ნარმანიამ.