ავტორი სოფო ხუგოიანი
„სამწუხაროდ ბევრი საზოგადო მოღვაწე ემხრობა ამ უმსგავსობის სკოლებში დანერგვას", - აცხადებს აკადემიკოსი ელიზბარ ჯაველიძე „რეპორტიორთან საუბრისას. მისივე თქმით, ახალი სასკოლო საგანი „მე და საზოგადოება" დაღუპავს ქართველი ბავშვების ცნობიერებას.
„სასკოლო პროგრამაში ასეთი საგნების შეტანას არავითარ შემთხვევაში არ დავეთანხმები. მსგავსი სახელმძღვანელოები ღუპავს ქართველი ბავშვების ცნობიერებას. უნდათ, ახალგაზრდებს და ბავშვებს თავიდანვე ჩაუნერგონ სისულელეები. ეს ყველაფერი ისე შეფუთეს, თითქოს საგანგაშო არაფერია, მაგრამ თუ ჩავუღრმავდებით, აღმოვაჩენთ, რომ თავზარდამცემია. სამწუხაროდ, ბევრი საზოგადო მოღვაწე ემხრობა ამ უმსგავსობის სკოლებში დანერგვას", - ამბობს ჯაველიძე.