მასშტაბური ტერაქტების სერია სირიის ქალაქ ჰომსში - სტუდენტური ავტობუსების გაჩერებასთან ორი დანაღმული მანქანა აფეთქდა.
წინასწარი მონაცემებით, დაიღუპა 46 ადამიანი, 100-ზე მეტი კი დაშავდა. გარდაცვლილთა უმეტესობა მშვიდობიანი მოქალაქეა.
თავდასხმაზე პასუხიმსგებლობა ჯერ-ჯერობით არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. თუმცა, გასულ თვეს ტერაქტი ჰომსში დაჯგუფება ისლამური სახელმწიფოს მებრძოლებმა მოაწყვეს.