logo_geo
eng_logo
კახა კუკავა: ან გორგოშაძე, ან ყეინიშვილი და ან ორივე ერთად არიან დამნაშავენი!
- +

20 აპრილი. 2016. 18:17


„თავისუფალი საქართველოს" ლიდერი კახა კუკავა გაზეთ „ასავალ-დასავალთან" ჰიპერმარკეტ „გორგიას" გახმაურებულ თემასთან დაკავშირებით საუბრობს. კუკავას აზრით, ამ საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა.


 

„თუ ნინო დარსალიამ იცოდა, რომ ეს თანხა უნდა ჩადებულიყო ინვესტიციის მიზნით, მაგრამ გაიხარჯა რამე სხვა ფორმით, რასაც არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, მაშინ საქმე გვაქვს თაღლითობასთან, რომელიც სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვით კვალიფიცირდება, როგორც ადამიანის ნდობის ბოროტად გამოყენება! თაღლითობა ისჯება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობით და თაღლითი ვალდებულია, აანაზღაუროს თაღლითური გზით მითვისებული თანხა. ანუ ამ შემთხვევაში, რასაც მე დოკუმენტი მეუბნება, ის არის, რომ თაღლითებმა პასუხი უნდა აგონ და ამასთან, ქალბატონ ნინო დარსალიას აუნაზღაურონ მიყენებული ზიანი. ან გორგოშაძე, ან ყეინიშვილი და ან ორივე ერთად, წარმოდგენილი დოკუმენტის მიხედვით, არიან დამნაშავენი და საქმეში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნების არსებობა აშკარაა!" - ამბობს კახა კუკავა. 


 

 

წყარო : wyaro
right_banner right_banner
არქივი
right_banner