ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.
ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ჩასული დამსვენებელი ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს" 2000-მეტრიანი სათხილამურო გზით ისარგებლებს. მთელი სეზონის მანძილზე დიდველის ტრასებს, საჭიროების შემთხვევაში, 34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს.
დიდველზე 4 საბაგიროა: გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი), ბიგელი და ფუნიკულიორი. ბაკურიანში 14 კმ. 7 სათხილამურო გზა ყველა ტიპის მოთხილამურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.
დღის მანძილზე დიდველის საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00 სთ-მდე იმუშავებს. ღამე სრიალის მოყვარულებს დიდველზე სრიალი ღამეც შეეძლებათ ტრასებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი „ლედ განათებები".
ზამთრის კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.