logo_geo
eng_logo
დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გაიხსნა
- +

12 დეკემბერი. 2017. 15:08



ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიამ" ბაკურიანში, დიდველის სათხილამურო არეალი ოფიციალურად გახსნა.

ზამთრის სეზონზე ბაკურიანში ჩასული დამსვენებელი  ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის „ნოდოს" 2000-მეტრიანი  სათხილამურო გზით ისარგებლებს. მთელი სეზონის მანძილზე  დიდველის ტრასებს, საჭიროების შემთხვევაში, 34 თოვლის საფრქვევი აპარატი გაათოვლიანებს.


დიდველზე 4 საბაგიროა:  გონდოლას ტიპის, სკამებიანი (ბაბლი),  ბიგელი და ფუნიკულიორი. ბაკურიანში 14 კმ. 7 სათხილამურო გზა ყველა ტიპის მოთხილამურის მოთხოვნებს აკმაყოფილებს.


დღის მანძილზე დიდველის საბაგირო ყოველდღე, 10:00-17:00 სთ-მდე იმუშავებს. ღამე სრიალის მოყვარულებს დიდველზე სრიალი ღამეც შეეძლებათ ტრასებზე დამონტაჟებულია მაღალტექნოლოგიური ფერადი  „ლედ განათებები".


ზამთრის კურორტზე სასრიალო გზების უსაფრთხოებას სამთო პატრული უზრუნველყოფს.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner