ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში რექტორის მოვალეობის შემსრულებლის არჩევნები დასრულდა. არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში ჩაიარა.
შედეგები დღესვე, კენჭისყრის პროცედურის დასრულებიდან დაახლოებით 2-3 საათის შემდეგ გახდება ცნობილი.
საარჩევნო კომისიამ რეგისტრაციაში გაატარა ოთხი კანდიდატურა: ცირა ბარამიძე, ლევან გორდეზიანი, დარეჯან თვალთვაძე და გიორგი ანდრიაძე.
რექტორის მოვალეობის შემსრულებელი თანამდებობაზე მუშაობას დაიწყებს შედეგების გამოცხადებისთანავე და ჩაანაცვლებს ამჟამინდელ მოვალეობის შემსრულებელ ვლადიმერ პაპავას.