logo_geo
eng_logo
უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილი დაკითხვაზე დაიბარა
- +

12 დეკემბერი. 2017. 18:25



უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 18 დეკემბერს ეჭვმიტანილის სტატუსით დაკითხვაზე დაიბარა. ამის შესახებ ნათქვამია უწყებაში, რომელიც უკრაინის გენერალური პროკურატურის საიტზე გამოქვეყნდა.


„უკრაინის საპროცესო კოდექსის 133-ე და 135-ე მუხლების მოთხოვნების შესაბამისად, მიხეილ ნიკოლოზის ძე სააკაშვილი 2017 წლის 18 დეკემბერს, 09:30 საათზე, უნდა გამოცხადდეს უკრაინის გენერალურ პროკურატურაში", - ნათქვამია უწყებაში.


უწყებაში ასევე აღნიშნულია, რომ პროკურორმა დომბროვსკიმ სააკაშვილი უკრაინის სისხლის სამართლის კოდექსის რამდენიმე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულებთან დაკავშირებით უნდა დაჰკითხოს.









 

right_banner right_banner
არქივი
right_banner