logo_geo
eng_logo
მიხეილ გიორგაძე: იმედი მაქვს, რომ დიმა ჯაიანის ყველაზე დიდი ოცნება მალე ასრულდება...
- +

12 დეკემბერი. 2017. 20:09



მსახიობი დიმა ჯაიანი საბურთალოს ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს. მანამდე, საქართველოს სახალხო არტისტის სამოქალაქო პანაშვიდი რუსთაველის თეატრში გაიმართა. პანაშვიდზე იმყოფებოდნენ მსახიობის მეგობრები, მსახიობები და მთავრობის წევრები.


კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მიხეილ გიორგაძის განცხადებით, ქვეყანამ ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე დაკარგა.


„ძალიან მტკივა გული, იმიტომ რომ, მართლაც წავიდა გამორჩეული ადამიანი, ამ ქვეყნის ერთ-ერთი გამორჩეული მოქალაქე" , - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ და იმედი გამოთქვა, რომ ჯაიანის ოცნება მალე ასრულდება.  

 

„ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მისი ყველაზე დიდი ოცნება მალე ასრულდება... ეს ოცნება იყო, რომ სოხუმის თეატრს სოხუმში გაეხსნა ახალი სეზონი.

 

კიდევ ერთხელ ვუსამძიმრებ მისი შემოქმედების ყველა თაყვანისმცემელს, მის ახლობლებსა და ოჯახის წევრებს", - განაცხადა მიხეილ გიორგაძემ.










 

right_banner right_banner
არქივი
right_banner